გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება

გენდერული თანასწორობა და  დასაქმების ადგილას ქალების გაძლიერება სიდას საქმიანობის მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს. სიდამ განახორციელა პროექტი - იურიდიული დახმარება და სტრატეგიული სამართალწარმოება ქვემო ქართლში, რომელიც მიზნად ისახავდა ქალთა უფლებების დაცვას, რომლებიც გენდერული ან ეთნიკური წარმოშობის, ადრეული ქორწინებისა და ოჯახური ძალადობის საფუძველზე დისკრიმინაციის მსხვერპლნი იყვნენ.

სიდა, საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად, ხელს უწყობს ბიზნეს სექტორში ქალთა გაძლიერებას და ეხმარება მათ კომპანიების მიერ ქალთა გაძლიერების სტრატეგიული გეგმების შემუშავებაში.