მიგრაციული პროცესების მართვის გაუმჯობესება

სიდა მიგრაციის დარგში მუშაობს 2013 წლიდან. ორგანიზაციამ წარმატებით განახორციელა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი ინდივიდუალური დახმარება საქართველოდან წასულ მიგრანტებს (G-PAM), რომელიც ითვალისწინებდა სხვადასხვა საქმიანობას, მათ შორის, პირველ რიგში, თურქეთსა და საბერძნეთში არალეგალური მიგრაციის ლეგალურ სიბრტყეში გადატანის მხარდაჭერას. ამ მიზნით საქართველოს 5 რეგიონში (აჭარა, სამეგრელო, იმერეთი, შიდა ქართლი და ქვემო ქართლი) ამუშავდა საკონსულტაციო კუთხეები, სადაც პროექტის 55 ადგილობრივი კონსულტანტი დაინტერესებულ პირებს, მათ შორის, მიგრანტების ოჯახების წევრებს, სთავაზობდა ინფორმაციულ დახმარებას ამა თუ იმ საგანგებო თუ მიმდინარე სამართლებრივი და სხვა სახის პრობლემის გადაწყვეტაში.

2017 წლიდან სიდა ახორციელებს პროექტს - პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის (G-PMR), რომლის მიზანია ამჟამინდელი, პოტენციური და დაბრუნებული ქართველი მიგრანტების დახმარება, მათთვის კონსულტაციის გაწევისა და ადვოკატირების გზით.