სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განვითარება

სიდას მუშაობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) კოორდინაცია და განვითარება. R-CSN არის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და აქტიური მოქალაქეების არაფორმალური გაერთიანება.რომელიც ხელს უწყობს პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავებას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, აქტიურ მოქალაქეებს, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლების წარმომადგენლებს, პოლიტიკურ პარტიებს, დონორ ორგანიზაციებს, ექსპერტებსა და მედიას შორის, რათა ქსელმა გამართულად იმუშაოს საკუთარი მისიის ეფექტიანად შესრულების მიზნით.