ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა, რეგიონული და ადგილობრივი განვითარება

ადგილობრივი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სიდა ახორციელებს სხვადასხვა პროექტს ეკონომიკური ზრდის, საზღვრისპირა თანამშრომლობის და სხვადასხვა ჯგუფების საარსებო საშუალებების გაუმჯობესებისთვის. საზღვრისპირა თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, სიდამ განახორციელა პროექტი - სასაზღვრო ეკონომიკური განვითარება (CED), რომელიც მიზნად ისახავდა ქვემო ქართლში (საქართველო) და ტავუშის (სომხეთი) რეგიონებში მოსაზღვრე თემების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. ამ პროექტის ფარგლებში, სიდამ გააძლიერა საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობა ქვემო ქართლისა და ტავუშის რეგიონებს შორის ინვესტიციების მოზიდვის გზით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ბიზნეს კონტაქტები ორი რეგიონის მეწარმეებს შორის..

სიდა 2018 წლიდან საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრისპირა რეგიონების ეკონომიკური თანამშრომლობის პროექტს განახორციელებს.