ახალგაზრდებმა ბულინგის თემაზე საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

03.08.2018

სიდას ინიციატივით, ,,თანატოლთა განათლების“ პროგრამის მონაწილე ახალგაზრდებმა ქვემო ქართლის რეგიონში ბულინგის თემაზე საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. ბოლნისში და სოფელ თეთრიწყაროში მცხოვრებმა მოზარდებმა ინფორმაცია მიიღეს ჩაგვრისა და ბულინგის უარყოფით მხარეებზე და მის მოსალოდნელ შედეგებზე. შეხვედრების მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ჩართულიყვნენ დისკუსიაში და გაეზიარებინათ ერთმანეთის აზრი.  შეხვედრის ფაგლებში გაიმართა კინო ჩვენება და მოეწყო ფორუმ-თეატრი.

„სიდა“ ახორციელებს „თანატოლთა განათლების“ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც 15 არასრულწლოვანი გადამზადდა ქვემო ქართლის მასშტაბით. მათ დაეკისრათ მისია  გაეცნოთ თანატოლებისთვის ის აქტუალური თემები, რაც ტრენინგზე გაიარეს, ერთ-ერთი იყო ბულინგი. ბოლნისში  ორი აქტივობა განახორციელდა. მოხალისეებმა შესანიშნავად გაართვეს თავი დავალებას, ეს გადამზადებული ახალგაზრდები არიან ჩვენი ელჩები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში,” ამბობს პროექტის წარმომადგენელი ქეთი ჩიტაშვილი.

ანი უგრეხელიძე, ბოლნისის ახალგაზრდული კლუბის დამფუძნებელი: ,,ახალგაზრდული კლუბი სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებს, „სიდას“ პროექტის ფარგლებში  ორი ღონისძიება მოვაწყვეთ, ტრენინგი, კინოფილმის და სპექტაკლის ჩვენება. ფილმს ერქვა „როლენის გაქცევა“, სადაც ბულინგის მსხვერპლი გარშემო მყოფთა გულგრილობის გამო სიცოცხლეს ფატალურად ასრულებს, ხოლო  ახალგაზრდული კლუბის წევრებმა დავდგით სპექტაკლი „შენ მარტო არ ხარ“, სადაც ყველანაირად შევეცადეთ გვეჩვენებინა მსხვერპლის ჩაგვრისგან დახსნა და გადარჩენა. ამ აქტივობით გვინდოდა გვეთქვა, რომ ბულინგი შავი ლაქა არ არის, ხმამაღლა უნდა ისაუბრო შენს ტკივილზე, გზა ხსნიკენ ყოველთვის არის, ვალდებულია ყველა გარშემო მყოფი დაეხმაროს და დაუდგეს გვერდით ასეთ ადამიანებს. ეს არ არის ერთის პრობლემა, ეს ყველას გვეხება.“

საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა   პროექტის „დანაშაულის  პრევენციის გაუმჯობესება ანტისოციალური ქცევის მქონე და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც „სიდა“ ქვემო ქართლში წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და დახმარების ცენტრთან (GCRT) თანამშრომლობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით  ახორციელებს.




კატეგორია: მართლმსაჯულება