ფინანსური განათლება აგრომეწარმეებისთვის

02.03.2020

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა  "ევროპული ფონდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისათვის" განვითარების პროგრამასთან (EFSE DF) თანამშრომლობითა და „სამოქალაქო  განვითარების სააგენტოს" (სიდა) ჩართულობით, ფერმერთათვის განკუთვნილი ფინანსური განათლების ახალი პროგრამა განავითარა და პრაქტიკული სახელმძღვანელო „მიიღეთ უკეთესი ფინანსური გადაწყვეტილებები" შეიმუშავა.

პროგრამის მიზანია აგრო სექტორში მოღვაწე მეწარმეებს ხელი შეუწყოს მათი ბიზნესის საჭიროებიდან და შესაძლებლობიდან გამომდინარე ყველაზე შესაფერისი საფინანსო პროდუქტი შეარჩიონ და სწორი ფინანსური გადაწყვეტილებები მიიღონ.

პროგრამა მარტივი ენითაა  შედგენილი და გაჯერებულია პრაქტიკული მაგალითებით, რჩევებითა და ნიმუშებით, რათა მეწარმემ ადვილად შეძლოს თეორიული უნარების პრაქტიკაში გამოყენება. სახელმძღვანელოს გაცნობის შედეგად მეწარმეს საშუალება მიეცემა განსაზღვროს ბიზნესის მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი საჭიროებები, გაერკვეს საკუთარ უფლებებსა და პასუხისგებლობებში, გაიგებს, თუ როგორ შეიძლება გაზარდოს საკუთარი ბიზნესის კონკურენტუნარიანობა ენერგოეფექტური ინვესტიციებით, შეიტყოს აგროდაზღვევის მნიშვნელობისა და შესაძლებლობების შესახებ.  


კატეგორია: ბიზნესი და ადამიანის უფლებები