შეხვედრა შრომის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებზე

26.07.2019

26 ივლისს, სიდას და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით გაიმართა ორი თემატური სამუშაო შეხვედრა შრომის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებზე.

შეხვედრების მიზანი იყო სამუშაო ჯგუფების ფარგლებში ბიზნესის მობილიზება, გამოწვევების გამოკვეთა, სამომავლო აქტივობების, პრიორიტეტების ჩამოყალიბება და სხვა მიმდინარე საკითხების განხილვა.

სამუშაო ჯგუფების წევრები აქტიურად ჩაერთნენ ჯგუფების ფორმირებასა და აქტივობების განსაზღვრაში, შეთანხმდნენ, რომ თავადაც იზრუნებენ სხვა ბიზნესების მობილიზებაზე, რაც თავის მხრივ, ჯგუფს უფრო მრავალფეროვანს გახდის.

შეხვედრა გაიმართა პროექტის „ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში“ ფარგლებში შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

კატეგორია: კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა