ქართულ-აზერბაიჯანული პროდუქციის გამოფენა

21.11.2018

20-21 ნოემბერს, თბილისმა სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლა. გამოფენაში, სადაც 14 ქვეყნის 120-ზე მეტი კომპანია და საწარმო იყო წარმოდგენილი, მონაწილეობა მიიღეს მეწარმეებმა სიდა-ს მიმდინარე პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან (კახეთი, ქვემო ქართლი, განჯა-გაზახი), რომლებმაც მათი საწარმოების პროდუქცია თაფლი, ღვინო, ყველი, ტკბილეული წარმოადგინეს. 

გამოფენაში მეწარმეების მონაწილეობა შესაძლებელი გახდა გაეროს განვითარების პროგრამის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით, “რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა II” პროექტის ფარგლებში. 

პროექტს „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველოსა და  აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ახორციელებს ,,სიდა" და დასავლეთის რესურსი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის. პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა შესაძლებლობას აძლევს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს განსაზღვრონ და ერთობლივად უპასუხონ მოსაზღვრე რეგიონებში არსებულ გამოწვევებს ადგილობრივ დონეზე მდგრადი ეკონომიკური და სოციალური განვითარების მხარდასაჭერად. აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა მოიცავს ოთხ ტერიტორიულ პროგრამას: სომხეთი-საქართველო, აზერბაიჯანი-საქართველო, ბელარუსი-უკრაინა და მოლდოვა-უკრაინა.


კატეგორია: ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა