ტრანსსასაზღვრო პროექტების შემაჯამებელი შეხვედრა

10.06.2019

10 ივნისს გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტრანსსასაზღვრო პროექტების შემაჯამებელი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც პროექტების განმახორციელებელმა ორგანიზაციებმა თავიანთი პროექტების შესახებ მოკლე პრეზენტაციები გააკეთეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობების, ევროკომისიისა და GIZ-ის წარმომადგენლები.

შეხვედრის ბოლოს, პროგრამაში ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლებს პროექტების წარმატებით განხორციელებისთვის სერტიფიკატები გადაეცათ.

პროექტი „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ განხორციელდა ,,სიდას" და ,,დასავლეთის რესურსი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის" მიერ.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა მოიცავს ოთხ ტერიტორიულ პროგრამას: სომხეთი-საქართველო, აზერბაიჯანი-საქართველო, ბელარუსი-უკრაინა და მოლდოვა-უკრაინა.

კატეგორია: ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა