CSR კლუბის გამგეობის სხდომა

24.02.2017

24 თებერვალს, გაიმართა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის გამგეობის მეორე სხდომა. შეხვედრას, გამგეობის ერთ-ერთმა წევრმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

გამგეობის წევრებმა, შეაჯამეს კლუბის მიერ, 2016 წელს განხორციელებული საქმიანობა და 2017 წელს დაგეგმილ ღომისძებებზე იმსჯელეს. სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა, კლუბის საიტის განახლება და წევრების აქტივობების შესახებ მონაცემთა ბაზის შემუშავება, კორპორაციული პასუხისმგებლობის პრაქტიკის კვლევის ჩატარება და ანგარიშის მომზადება, საჯარო ლექციები კორპორაციული მდგრადობის თემაზე, მედიაში კორპორაციული პასუხისმგებლობის აქტივობების გაშუქების ხელშეწყობა და ა.შ. კლუბი ასევე აგრძელებს, წინა წელს განსაზღვრულ პრიორიტეტულ მიმართულებებზე მუშაობას - ქალთა გაძლიერება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების წასახალისება.

გამგეობის წევრებმა ასევე ისაუბრეს მარტში დაგეგმილი, კლუბის საერთო კრების ფორმატზე, სადაც, სხვადასხვა საკითხის განხილვასთან ერთად, წევრებს საშუალება ექნებათ წარმოადგინონ ანგარიშები საკუთარი კომპანიების კორპორაციული პასუხისმგებლობის აქტივობებზე.

შეხვედრაზე, კლუბის პოპულარიზაციის სტრატეგიაზეც იმსჯელეს. ასევე აღნიშნეს, რომ საინტერესო იქნება კლუბის სახელით საერთო პროექტების განხორციელება.
გამგეობა შეთანხმდა, რომ კლუბის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება შეიძლება იყოს კორპორაციული პასუხისმგებლობის თემაზე განათლების გაღრმავების ხელშეწყობა, განსაკუთრებით სტუდენტებში.

სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) აქტივობები, კორპორაციული პასუხისმგებლობის წახალისების მიმართულებით, მხარდაჭერილია, აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული, ACCESS-ის პროექტის ფარგლებში.

კატეგორია: კორპორაციული პასუხისმგებლობა