სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოყვანილი ყვავილების გამოფენა-გაყიდვა

26.05.2019

26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, რუსთაველის გამზირზე მსჯავრდებულების მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში მოყვანილი ყვავილების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,სიდა" ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით ახორციელებს, პენიტენციურ დეპარტამენტთან შეთანხმებით, სამ დაწესებულებაში (N5, N16, N15) მოხდა სასათბურე კონსტრუქციებისა და სანერგე ჩითილებისთვის ადგილების მოწყობა და დაიწყო ყვავილებისა და მარწყვის წარმოება.

რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი მოხმარდება წარმოების ციკლის გაგრძელებას, ნაწილი კი სიმბოლური ანაზღაურების სახით დაერიცხება ბენეფიციარებს.

კატეგორია: მართლმსაჯულება