განათლებისა და დასაქმების გამოფენა „მომავალი შენია 2017“

05.10.2017

29 სექტემბერს ,,სიდამ“ მონაწილეობა მიიღო ქ.თელავში გამართულ განათლებისა და დასაქმების გამოფენაში „მომავალი შენია 2017“.

გამოფენის მიზანს წარმოადგენდა დაინტერესებული პირებისათვის, როგორც პროფესიული, ისე აკადემიური განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, გამოფენის პარალელურად გაიმართა პროექტის „ტრენიგებისა და დასაქმების ხელშეწყობის ინიცირება მართლმსაჯულების სექტორში“ პრეზენტაცია და აქცენტი გაკეთდა ისეთი მიზნობრივი ჯგუფების განათლებასა და დასაქმებაზე, როგორიც პირობითი მსჯავრის მქონე, განრიდებული პირები და ყოფილი მსჯავრდებულები არიან. პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, მიერ კი მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროგრამის და მასში ჩართვის შესაძლებლობების შესახებ.

კატეგორია: სხვა