სამუშაო შეხვედრა: ichange რეგიონული მხარდაჭერის ინიციატივა

22.06.2018

22 ივნისს, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის წევრი ორგანიზაციებისთვის ადვოკატირების უნარების გაძლიერების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრას უღძვებოდნენ საიას წარმომადგენლები ირმა პავლიაშვილი და სალომე საღარაზე. ქსელის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია ელექტრონული პეტიციის წარდგენის წესებსა და კრიტერიუმებზე, გაეცნენ პეტიციის ტიპებს და განიხილეს ადვოკატირების წარმატებული მაგალითები, ასევე, თემის მობილიზების, პრობლემური საკითხების იდენტიფიცირების და ადვოკატირების ეფექტურად დაგეგმვის წესები.

ქსელის წევრებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება და რეკომენდაციებიც გაუზიარეს პეტიციების შედგენასთან დაკავშირებით რეგიონებში არსებული გამოწვევების თაობაზე.

Ichange პროცესი ხორციელდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ. შეხვედრა გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” ორგანიზებით. კამპანია დაფინანსებულია USAID-ის პროგრამის “დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა”-ს (GGI) მიერ. კამპანიის განმახორციელებელი პარტნიორია სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN).

კატეგორია: სამოქალაქო საზოგადოება