თბილისს Microsoft-ის რეგიონული დირექტორი ეწვია

22.01.2019

სიდას, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და მაიქროსოფთ საქართველოს ერთობლივი ინიციატივით 22 იანვარს, Microsoft-ის რეგიონული მენეჯერი კორპორატიული მიმართულებით რობერტ ტრნოვეჩი საქართველოს ეწვია და ქვეყანაში მოქმედ ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა თემაზე "მრავალფეროვნება დასაქმების ადგილას და ქალთა ჩართულობა საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში."

შეხვედრაზე Microsoft-ის რეგიონულმა დირექტორმა ისაუბრრა თუ როგორ ეხმარება მაიქროსოფთი კომპანიებს ციფრულ ტრანსფორმაციაში და რა მნიშვნელობა აქვს თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ქალთა ჩართულობას.

შეხვედრის მიზანი იყო საქართველოში მოქმედ კომპანიებს მიეღოთ ინფორმაცია აღნიშნული მიმართულებით მაიქროსოფთის პოლიტიკისა და გამოცდილების შესახებ, რათა მომავალში ხელი შეუწყონ დასაქმების ადგილას მრავალფეროვანი გარემოს შექმნას და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ქალთა ჩართულობას.

მოხსენების შემდეგ გაიმართა პანელური დისკუსია, რომელზეც თიბისი ბანკისა და ორიენტ ლოჯიკის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას ამ მიმართულებით არსებული თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.

შეხვედრა გაიმართა პროექტის ,,ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში" ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

კატეგორია: კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა