ტრენინგი მეწარმე ქალებისთვის

18.01.2018

17 იანვარს, ქალი მეწარმეების ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში,  სიდას ორგანიზებით ტრენინგი გაიმართა. ტრენინგში მონაწილეობა იმ მეწარმეებმა მიიღეს, რომლებიც კონკურსის შედეგად ცოტა ხნის წინ გამოვლილდნენ. ორი დღის მანძილზე, ტრენინგის მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ციფრული მარკეტინგის, საჯარო გამოსვლის ხელოვნების, სწორი ფინანსური გადაწვეტილებების და მარკეტინგული კომუნიკაციების შესახებ. 

,,სიდას“ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიზანს წარმოადგენს ბიზნესისა და ადამიანის უფლებების წახალისება საქართველოში სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ჩართულობის და თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით. აღნიშნული მიმართულების ფარგლებში, სიდა აქტიურად მუშაობს ბიზნესის მიერ ქალთა გაძლიერების თემაზე დასაქმების ადგილას, ბაზარსა და საზოგადოებაში. ახალი პროექტი, რომელსაც ორგანიზაცია ახორციელებს ქალი მეწარმეების ეკონომიკურ გაძლიერებას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში 20 მეწარმე ქალი მსხვილი ბიზნეს კომპანიებისგან მიიღებს კონსულტაციას / მენტორინგს მათი საწარმოების განვითარების საკითხებზე, ასევე გაივლის ტრენინგს ბიზნეს მენეჯმენტის მიმართულებით. პროექტის მეორე ეტაპი მოიცავს 10 მეწარმე ქალისთვის მცირე გრანტების გაცემას, მათი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

კატეგორია: ადგილობრივი განვითარება