ბიზნესი ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის

10.12.2018

პირველად საქართველოში, წამყვანი ბიზნეს კომპანიები ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის ერთიანდებიან, ხაზს უსვამენ გენდერული თანასწორობის მნიშვნელობას და ხელს აწერენ ბიზნესში ქალთა გაძლიერების პრინციპებს.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია, სიდა და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი ქალთა გაძლიერების პრინციპების თემაზე ღონისძიებას უმასპინძლებენ, სადაც ბიზნესის 100-ზე მეტი წარმომადგენელი იმსჯელებს გენდერული თანასწორობის საკითხში ბიზნესის როლზე და საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საქმეში კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობაზე.

ღონისძიების ორგანიზატორები, ბიზნეს სექტორს, კიდევ ერთხელ მოუწოდებენ შეუერთდეს  ქალთა გაძლიერების პრინციპებს, რათა გაიზარდოს მათივე კომპანიების ნაყოფიერება, რაც საბოლოოდ, ეკონომიკურ განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას, შემოსავლების ზრდასა და განვითარების სტიმულირებას განაპირობებს.

თარიღი: 10 დეკემბერი, 17:00 საათი
ადგილი: სასტუმრო ,,რუმს თბილისი“

ღონისძიება იმართება პროექტის ,,ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

კატეგორია: კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა