მართლმსაჯულების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

27.07.2018

25, 26 და 27 ივლისს „სიდას“ ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი მართლმსაჯულების საკითხებზე. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) წევრებმა. მათ მიეწოდათ ინფორმაცია კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რეაბილიტაციისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე. ტრენინგს გაუძღვნენ მოწვეული ტრენერები, როგორც სამთვრობო (პრობაციის ეროვნული სააგენტოს, სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“), ისე არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს თუ რა გამოწვევები არსებობს ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროცესში და როგორია მათი ძირითადი საჭიროებები. ტრენერებმა მიმოიხილეს მოზარდის ანტისოციალური და კრიმინალური ქცევის გამომწვევი ფაქტორები, სოციუმიდან გარიყვის შედეგები და მსჯავრდებულთა საზოგადოებაში რეინტეგრაციის პრინციპები, ასევე, ისაუბრეს რთული ქცევის ანატომიასა და დანაშაულის პრევენციაზე, განიხილეს პრაქტიკული შემთხვევებიც. სამუშაო შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების ფარგლებში.

კატეგორია: მართლმსაჯულება