სამუშაო შეხვედრები გარდაბნისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში

14.07.2018

პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეთა სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, 12-13 ივლისს გაიმართა სამუშაო ჯგუფების შეხვედრები საგარეჯოსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში. შეხვედრების მიზანია ადგილობრივი პრიორიტეტების გამოვლენა და განვითარების პერსპექტივების ჩამოყალიბება. სამუშაო ჯგუფის წევრებმა შეხვედრაზე მუნიციპალიტეტების განვითარების არსებული დოკუმენტების გადახედვა, ადგილობრივი ეკონომიკის სექტორების პრიორიტეტიზაცია და შერჩეული სექტორების ღირებულებათა ჯაჭვების ანალიზი განახორციელეს. სამუშაო ჯგუფებში ადგილობრივი თვითმმართველობის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ახალგაზრდა მეწარმეები მონაწილეობდნენ. მოგვიანებით, ჯგუფის წევრები მოკვლევასაც განახორციელბენ ადგილობრივი მეწარმეებისა და ქალთა საჭიროებების გამოსავლენად.

პროექტს „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველო აზერბაიჯანის ტრანსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ახორციელებს სამოქალაქო განვითრების სააგენტო (სიდა) და დასავლეთის რესურსი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის.

პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში

აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა შესაძლებლობას აძლევს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს განსაზღვრონ და ერთობლივად უპასუხონ მოსაზღვრე რეგიონებში არსებულ გამოწვევებს ადგილობრივ დონეზე მდგრადი ეკონომიკური და სოციალური განვითარების მხარდასაჭერად.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა მოიცავს ოთხ ტერიტორიულ პროგრამას: სომხეთი-საქართველო, აზერბაიჯანი-საქართველო, ბელარუსი-უკრაინა და მოლდოვა-უკრაინა



კატეგორია: ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა