მედიატური სასჯელაღსრულების დაწესებულაბში

08.05.2019

8 მაისს, რუსთავის მე-16 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მედიატური გაიმართა. ჟურნალისტები გაეცნენ დაწესებულებაში არსებულ სიტუაციას და შეხვდნენ ბენეფიციარებს, რომლებიც დასაქმებულები არიან სიდას მიმდინარე პროექტის ფარგლებში მოწყობილ ყვავილების სათბურში.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდა“ ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ტრენინგებისა და დასაქმების ხელშეწყობის ინიცირება მართლმსაჯულების სექტორში“.

აღნიშნული პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (GFA) და DVV საერთაშორისო. პროექტის მიზანია მოახდინოს პატიმარი, ყოფილი პატიმარი, პირობითი მსჯავრის მქონე და განრიდებული პირებისა და მათი ოჯახის წევრების პროფესიული განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობების განვითარება - სახელმწიფო, არასამთავრობო და კერძო სექტორის ჩართულობის გზით.

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, პროექტის ფარგლებში კოორდინირებას უწევს სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროგრამას სოფლის მეურნეობის მიმართულებით. პენიტენციურ დეპარტამენტთან შეთანხმებით, განხორციელდა 3 მიზნობრივი დაწესებულების (#5, #16, #15) შერჩევა, სადაც აშენდა და გაიმართა სამი სათბური, და განხორციელდა კენკროვანი კულტურებისა და ყვავილების წარმოების თეორიული და პრაქტიკული კურსი სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით; განხორციელდა სასათბურე კონსტრუქციებისა და სანერგე ჩითილებისთვის ადგილების მოწყობა და ყვავილებისა და მარწყვის წარმოება.

კატეგორია: მართლმსაჯულება