ახალგაზრდა მეწარმეთა ქსელის შეხვედრა

11.02.2019

6-8 თებერვალს პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეთა სინერგია - ქსელის საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში მეწარმეთა ქსელის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტების: გაზახის, აღსტაფას, საგარეჯოსა და გარდაბნის სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობების, რეგიონების გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მეწარმეები გაეცნენ გუნდურად მუშაობის და ქსელურად თანამშრომლობის მეთოდებს, განსაზღვრეს ადგილობრივი საჭიროებები და შეთანხმდნენ ადვოკატირების სამოქმედო გეგმაზე, რასაც გამოიყენებენ სამთავრობო, რეგიონულ და საერთაშორისო აქტორებთან თანამშრომლობისთვის.

შეხვედრის ნაწილი დაეთმო ტოლერანტობის და მრავალფეროვნების საკითხებს, რომლებიც მოიცავდა საქართველოსა და აზერბაიჯანში არსებული კულტურული მემკვიდრეობის და მრავალფეროვნების ტრადიციებს, თანაცხოვრების საუკეთესო პრაქტიკებს ევროპის ქვეყნებში და ტურს თბილისის ისტორიულ ნაწილში, სადაც წარმოდგენილია რელიგიური, კულტურული და ეთნიკური მრავალფეროვნება.

პროექტს „ახალგაზრდა მეწარმეთა სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ საქართველოში ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია სიდა ხოლო აზერბაიჯანში - „დასავლეთის რესურსი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მხარდასაჭერად. პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.  


კატეგორია: ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა