პროექტები

+

პროექტის სახელი: იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაცია და მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია
დონორი: ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო
ბიუჯეტი: 352 107 USD
პროექტის ვადები: 15/08/2009–15/08/2012
პროექტის განმახორციელებელი პარტნიორები: ქეა საერთაშორისო კავკასიაში, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „თანხმობა“; CTC
პროექტის მიზანი: პროექტი მიზნად ისახავს ე.წ. „ახალი“ იძულებით გადაადგილებული პირების ინტეგრაციას მეზობელ თემებთან. პროექტი განახორციელებს სხვადასხვა სოციალურ–ეკონომიკურ ღონისძიებას, რაც ხელს შეუწყობს კონფლიქტების თავიდან აცილებასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

პროექტების მიზნობრივი ჯგუფი: მოქმედების 17 არე; 4 დასახლება ქვემო ქართლში; დაახლოებით 21 დასახლება შიდა ქართლში;
პროექტის ძირითადი აქტივობები: პროექტი მიზნად ისახავს შემდეგი აქტივობების განხორციელებას:
კომპონენტი 1: შემოსავლების გენერირება
კომპონენტი 2: ინფრასტრუქტურის განვითარება
კომპონენტი 3: სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება
კომპონენტი 4: “სასიცოცხლო უნარ–ჩვევების” განვითარება ბავშვებსა და მოზარდებში და მათი ჩართვა ფსიქო–სოციალური მხარდაჭერის პროექტების განხორციელებაში
კომპონენტი 5: ინფორმაციის გაცვლის გაუმჯობესება და ადგილობრივ მთავრობასთან კოორდინაცია

+

პროექტის სახელი: საქართველოში სოფლის ასოციაციების განვითარების ხელშეწყობა - STAGE
დონორი: Austrian Development Cooperation (ADC)
ბიუჯეტი: 44 954 USD
პროექტის განმახორციელებელი პარტნიორები: ქეა ავსტრია; ქეა კავკასია; საქართველოს ახალგაზრდა უირისტთა ასოციაცია;
პროექტის ვადები: 01/09/2007–30/04/2009
პროექტის მიზანი: პროექტის მიზანია საქართველოს (ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი) სოფლებში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა.

პროექტების მიზნობრივი ჯგუფი: 16 სოფლის ასოციაცია (სულ მცირე 800 წევრი); 8 რაიონული-ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები; სამიზნე რაიონების მოსახლეობა;

პროექტის ძირითადი აქტივობები: ტრეინინგ-სემინარების, სამუშაო შეხვედრებისა და ინდივიდუალური კონსულტაციების ჩატარება, როგორც ასოციაციების წევრებისთვის, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთათვის; საკანონმდებლო პოლიტიკის შემსწავლელი, საზოგადოებრივი აზრის შეფასების, პროექტის საბაზისო და საბოლოო შეფასების კვლევების ჩატარება; საინფორმაციო კამპანიების მოწყობა ასოციაციების საქმიანობების შესახებ ადგილობრივი თვითმართველობისა და საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდის, ასევე პოტენციურ წევრთა მოზიდვის მიზნითაც.