პროექტები

+

პროექტის სახელი: ადგილობრივი მონაწილე მხარეები ერთიანდებიან ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და მმართველობისათვის სამხრეთ კავკასიაში (ერთად ეკონომიკური განვითარებისათვის)(JOIN)
დონორი: CARE Österreich
განმახორციელებელი პარტნიორი: ქეა ავსტრია/ქეა საერთაშორისო კავკასიაში
ბიუჯეტი: EU 200 000 ევრო
პროექტის ვადები: 01/01/2012-01/12/2014
პროექტის მიზანი: ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო და კერძო სექტორის თანამონაწილეობითი დაგეგმვით, გაუმჯობესებული თანამშრომლობით და მოსარგებლეებს შორის ბაზრის შესაბამისი ინფორმაციის გაცვლის გზით მხარი დაუჭიროს სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირის დაძლევას.

პროექტების მიზნობრივი ჯგუფი: პროექტის საბოლოოო მოსარგებლე მხარეებია სოფლის მოსახლეობა, რომელთა არსებული შემოსავალი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არის (ან არიან აღნიშნულ კატეგორიაში მოხვედრის რისკის ქვეშ)
პროექტის ძირითადი აქტივობები: 
1: ადგილობრივი თვითმმართველობა და კერძო სექტორი ერთობლივად გეგმავს და ახორიცლებს გენდერულად მგრძნობიარე ადგილობრივი განვითარების გეგმებს მდგრადი სოციალურ ეკონომიკური განვითრებისათვის.
A.1.1. პროექტი მხარს უჭერს ინკლუზიური მუნიციპალური სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბებას, რომელიც შედგება ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორისაგან ადგილობრივი მცირე ბიზნესის/ეკონომიკის განვითარების გეგმების გაუმჯობესების მიზნით. 
A.1.2 უზრუნველყოფს 5 ტრენინგს 5-7 მუნიციპალიტეტის სამუშო ჯგუფისთვის ყველა სამიზნე მუნიციპალიტეტში გენდერულად სენსიტიური თანამომაწილეობითი დაგეგმვისა და ბიუჯეტირების პროცესში შესაძლებლობათა გაზრდის მიზნით.
A.1.3 მხარს უჭერს ადგილობრივ სამუშო ჯგუფებს ბაზრის შესაბამისი მდგრადი განვითარების გეგმისთვის აუცილებელი ინფორმაციის ანალიზის, სისტემატიზებისა და პრიორიტეტების ჩამოსაყალიბებას, სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის განვითრებისა და მუნიციპალიტეტებს შორის მისი გავლენის გასაძლიერებლად. 
A 1.4 ორგანიზებას უწევს სამიზნე მუნიციპალიტეტებში სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის გაძლიერებას მცირე გრანტების ინიციატივების განვითარების გზით, რაც დაფუძნებული იქნება თანადაფინანასების პირნციპზე.
A 1.5 მხარს უჭერს სამიზნე მუნიციპალიტეტებში კერძო საწარმოებისთვის საბაზრო ხარჯვით-სარგებლიანობისთვის აუცილებელი საშუალებების ხელმისაწვდომობის ზრდას. 
2: ბიზნესის განვითარების საინფორმაციო ცენტრები უზრუნველყოფენ ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის მიწოდებას და ტრენინგებს ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო და კერძო სექტორისთვის ადგილობრივი ღირებულებათა ჯაჭვის გაძლიერების მიზნით (შერჩეულ სფეროებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა)
A.2.1 პროექტი ახორციელებს ადგილობრივი ინიციატივებსა და საჭიროებების ანალიზზე დაყრდნობით სამიზნე მუნიციპალიტეტბში ბიზნესის განვითარების საინფორმაციო ცენტრების მოდელების განვითრებას და დანერგვას
A.2.2. მცირე ფერმერებისა და ადგილობრივი სასოფლო სამეურნეო ბიზნესის განვითარების მიზნით ბიზნესის განვითრების საინფორმაციო ცენტრების დაარსებას/გაძლიერებას
A.2.3 თემის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით ბიზნესის განვითარების საინფორმაციო ცენტრები აწყობენ ღონისძიებებს და წარადგენენ საკუთარ მომსახურებას. 
A.2.4 ბიზნესის განვითრების საინფორმაციო ცენტრები აწყობენ ტრენინგებს საკუთარი მოსარგებლეებისთვის გამოვლენილი თემების გარშემო. (ბიზნეს გეგმის წერა, ბიზნეს რეგულაციები და სხვა)
A.2.5 ბიზნესის განვიარების ცენტრები აწყობენ საინფორმაციო შეხვედრებს ადგილობრივ ბიზნესთან და ფერმერებთან
A.2.6 ბიზნესის განვითარების საინფორმაციო ცენტრები ორგანიზებას უკეთებენ ტრანსსასაზღვრო სავაჭრო ღონისძიებებს მცირე ბიზნესებს შორის კავშირების დამყარების მიზნით.
3: დაარსებულია ინსტიტუციონალურად გამართული საკოორდინაციო მექანიზმები ეროვნულ და ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს შორის ადგილობრივი სოციალურ ეკონომიკური განვითარების საჭიროებებზე ეფექტური რეაგირების მიზნით
A.3.1 ხორციელდება რეგულარული (წელიწადში ორჯერ) შეხვედრები რეგიონულ და ცენტრალურ მმართველობასა და სამუშაო ჯგუფებს შორის მცირე ბიზნესის განვითარების საჭიროებების საკითხებზე. 
A.3.2 ეწყობა საქართველოსა და სომხეთის დონორების,არასამთვრობო ორგანიზაციებისა და ეროვნული და ტრანსსასაზღვრო საწარმოების წარმომადგენლების საკოორდინაციო ფორუმი.
A.3.3 ეწყობა პროექტის შეჯამების კონფერენცია შესაბამისი დაინტერესებულ მხარეებს შორის პროექტის შედეგების განხილვისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების მიზნით.

+

პროექტის სახელი: შენი ქალაქის მთავრობა და შენ
დონორი: საერთაშორისო სისტემების მართვა (MSI)/USAID
ბიუჯეტი: 49 650 GEL ($30 000)
პროექტის ვადები: 01/03/2012 - 31/12/2012
პროექტის მიზანი: ქალაქის აქტივობების შესახებ საჯარო ცოდნა და საზოგადობის ჩართულობა ქალაქის გადაწყვეტილების მიღების პროცესში გაიზარდება.
პროექტების მიზნობრივი ჯგუფი: თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ყველა ასაკის, ეთნიკური წარმომავლობის და პოლიტიკური შეხედულებების 100,000 მოქალაქე.

პროექტის ძირითადი აქტივობები:

1.საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება:
1. ქალაქ რუსთავის ვებ გვერდი: CiDA-სა და ქალაქის ოფიციალური პირების საერთო მუშაობის შედეგად ქალაქის ვებ გვერდს ( http://rustavi.unlimited.ge/?lang=en) დაემატება უფრო პრაქტიკული ინფორმაცია და გახდება მოქალაქეებისთვის უფრო ადვილად ხელმისაწვდომი.
2. “შენი ქალაქის მთავრობა და შენ”: CiDA ქალაქის მთავრობასთან ერთად მოამზადებს ბროშურას რომელშიც ასახული იქნება ინფორმაცია ქალაქის ვალდებულებებისა და მოქალაქეთა უფლებების შესახებ.

2. სამოქალაქო მონიტორინგის გაზრდა: 
1. “მოქალაქეთა ელექტრონული მონიტორინგის სისტემა” (CEMS): CiDA გამოიყენებს მობილურ და ფიქსირებულ სატელეფონო საშუალებებს და ვებ გვერდს რათა მოქალაქეებს, სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მედიას საშუალება მიეცეთ გაუკეთონ მონიტორინგი პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტოვობებს. კერძოდ, CiDA გააკეთებს რუსთავის ინტერაქტიურ რუკას, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ განათავსონ საკუთარი პრობლემები. რუკა განთავსებული იქნება CiDA–ს ვებ www.cso.ge და ქალაქის ოფიციალურ ვებ-გბერდზე www.rustavi.ge.

2. “ხილული საკრებულო”: CiDA ქალაქის მთავრობასთან ერთად
1. გააკეთებს მონიტორინგს და გამოაქვეყნებენ რეპორტებს საკრებულოს სხდომებსა და პლენარულ სხდომების შესახებ. ეს ინფორმაცია განთავსდება ქალაქის ვებ გვერდზე და CEMS–ში. CiDA და ადგილობრივი მედია უზრუნველყოფენ საკრებულოს სხდომების გაშუქებას და იგივე ვიდეო რგოლები დაიდება ქალაქის ვებ გვერდზე და CEMS–ში. 2. CiDA–ს იურისტი ასევე იმუშავებს ქალაქის ოფიციალურ პირებთან რათა მოახდინონ მოქალაქეთა და სამოქალაქო ორგანიზაციების სტიმულირება საკრებულოს სხდომებსა და პლენარულ სხდომებზე დასასწრებლად."

3. საზოგადოებრივი ადვოკატირების გაზრდა:

1. საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო: CiDA დაეხმარება საკრებულოს რომ შეიქმნას მრჩეველთა საბჭო. საკრებულო ანგარიშს მიაწვდის საბჭოს თვის მიმდინარე საქმიანობებთან დაკავშირებით. თავის მხრივ საბჭოს წევრები საკრებულოს მიაწოდებენ ინფორმაციას მიმდინარე თვის განმალობაში საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტივობების, ქალაქის ვებ გვერდის გაუმჯობესების, და CEMS –ის ფარგლებში ჩატარებულ მონიტორინგის შედეგების შესახებ.

+

პროექტის სახელი: იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაციისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრირება - ადვოკატირების კომპონენტის იმპლემენტაცია
დონორი: ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
განმახორციელებელი პარტნიორი: ქეა საერთაშორისო კავკასიაში.
ბიუჯეტი: 43 800 USD
პროექტის ვადები: 01/09/2012 – 31/08/2013
პროექტის მიზანი: ქვემო და შიდა ქართლში ჩასახლებულ დევნილთა პრობლემების იდენტიფიცირება და მათი ადვოკატირება ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე.

პროექტების მიზნობრივი ჯგუფი: 
• დევნილთა ჩასახლებები
• ადგილობრივი თვითამართველობები
• ცენტრალური ხელისუფლება
• ბიზნეს სექტორი
• დონორები
პროექტის ძირითადი აქტივობები: 
• პროექტის ფარგლებში , მობილიზატორების მეშვეობით შესწავლილ იქნა დევნილთა ჩასახლებებში არსებული პრობლემები და გამოვლინდა პრიორიტეტები. 
• სიდას ადვოკატირების მენეჯერის მიერ ორგანიზებულ იქნა შეხვედრები რეგიონში არსებულ ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელთან .
• ჩატარდა გამოვლენილი პრიორიტეტების მხარდაჭერის შესაძლებლობების კვლევა მუნიციპალურ დონეზე.
• გაკეთდა თითეული ჩასახლების პასპორტი და ასევე სოციო-ეკონომიკური განვითარების გეგმა
• პროექტის ფარგლებში განხორციელდება არსებული გეგმების პრეზენტაცია მუნიციპალურ დონეზე.

+

პროექტის სახელი: ახალი  ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივა (NEO)
დონორი:  USAID  
განმახორციელებელი პარტნიორი: CHCA, „აფხაზინტერკონტი“
ბიუჯეტი: 995 417 GEL
პროექტის ვადები:  17/09/2012 - 17/12/2012
პროექტის მიზანი: საარსებო საშუალებები და საკვების უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოწყვლადი ჯგუფებისთვის NEO-ს სამიზნე თემებში გაუმჯობესდა.

პროექტების მიზნობრივი ჯგუფი: მცხეთა მთიანეთსა და შიდა ქართლში მცხოვრები 4 და მეტ სულიანი ოჯახები რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში და რომლთა სოც. ქულაც არის 100 000  ნაკლები.  

პროექტის ძირითადი აქტივობები: 
•    თემის ეკონომიკური განვითარების გეგმის გაცნობა;
•    პრიორიტეტული სექტორების განსაზღვრა და მათი გამოყენება, როგორც ერთ-ერთ კრიტერიუმად (კომპონენტი 2, სამუშაო ჯგუფი);
•    თემის სამუშაო ჯგუფების მიერ პოტენციურ ბენეფიციართა პირველადი სიის შემუშავება კრიტერიუმების მიხედვით;
•    ჯგუფური შეხვედრა პირველად სიაში მოხვედრილ ოჯახებთან:
•    პროექტის პრეზენტაცია;
•    მდგრად ეკონომიკურ განვითარება ორიენტირებული მოთხოვნების გაცნობა;
•    შუალედური კითხვარის პრეზენტაცია და ინსტრუქტაჟი;
•    ინტერვიუები შუალედური კითხვარის განხილვის შედეგად  არჩეულ ოჯახებთან;
•    ინტერვიუს შედეგადგად არჩეულ ოჯახებთან ერთად დეტალური კითხვარის შევსება;
•     ბენეფიციარების საბოლოო სიის შედგენა.

+

პროექტის სახელი: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ეროვნული უმცირესობების თემში
დონორი: ევროკავშირი
ბიუჯეტი: 89 699,9 EUR
პროექტის ვადები: 11/2012 – 01/2014 
პროექტის მიზანი: პროექტის საბოლოო მიზანია სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერება ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების ხელშეწყობის კუთხით. ხოლო პროექტის სპეციფიური მიზანია კანონთან კონფლიქტში მყოფი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი არასრულწლოვნების რეინტეგრაცია ადგილობრივ თემში მათი პროფესიული და პიროვნული უნარების გაძლიერების გზით.

პროექტების მიზნობრივი ჯგუფი: 
• კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები;
• პრობაციის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლისა და სამცხე–ჯავახეთის რეგიონალური ბიუროს თანამშრომლები;
• ადგილობრივი მოსახლეობა.

პროექტის ძირითადი აქტივობები: 
• ქვემო ქართლისა და სამცხე–ჯავახეთის პრობაციის ბიუროს თანამშრომელთა საჭიროებათა ანალიზი;
• გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე ბიუროს თანამშრომელთა უნარების გაძლიერება მომსახურების ეფექტურობის გაზრდის მიზნით;
• რეგიონული არასამთავრობო სექტორის მობილიზება არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად;
• ადგილობრივი მედიის წარმომადგენლების პროფესიული უნარებისა და შესაძლებლობების განვითარება არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად;
• პიროვნული უნარებისა და შესაძლებლობების განვითარება;
• მოხალისეობრივ საზოგადოებრივ აქტივობებში მონაწილეობა;
• "უფროსი" მეგობრის პროეტის განხორციელება;
• 50 ტელე/რადიო რეპორტაჟის მომზადება;
• ინფორმაციული სატელევიზო კლიპის მომზადება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემაზე;
• საინფორმაციო ბანერის მომზადება საზოგადოებაში არასრულწლოვანთა მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების განვითარების ხელშესაწყობად;