სიდას გამგეობამ პროკურატურას ფინანსური აუდიტის შედეგები წარუდგინა

03.07.2019

გვსურს გამოვეხმაუროთ სამოქალაქო განვითარების სააგენტოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

2019 წლის თებერვლის დასაწყისში სიდას აღმასრულებლემა დირექტორმა შეატყობინა გამგეობას, რომ კონკრეტული თანამშრომლის მიერ 2015-2017 წლებში მიღებული ხელფასი განსხვავდებოდა შემოსავლების სამსახურში დეკლარირებული ხელფასის ოდენობისგან. აღმასრულებელმა დირექტორმა აწარმოა შიდა გამოკითხვა, და შედეგები დაუყოვნებლივ შეატყობინა გამგეობას, რომლის შედეგადაც გაჩნდა ფინანსური მართვის პროცედურებში უსწორობების არსებობის ეჭვი.

სამოქალაქო განვითარების სააგენტო რჩება მისი საჯაროდ გაცხადებული პრინციპების ერთგული. სიმართლის გასარკვევად, როგორც ფინანსური გადაცდომების იდენტიფიცირებისთვის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ასევე, ფინანსურ პროცედურებში ყველა ნაკლის გამოსასწორებლად,  გამგეობის მოთხოვნით სიდამ შეარჩია საერთაშორისო კომპანია - Binder Dijker Otte (BDO) შესაძლო ფინანსური უსწორობების პერიოდში პროექტების სახელფასო და მომსახურების ხარჯების საგამოძიებო და საგადასახადო აუდიტის ჩასატარებლად.

ამავდროულად:

•აღსანიშნავია, რომ სიდამ აკრძალა ყველა სახით თანხის განაღდება 2018 წლის 1 მაისიდან;

•შეიმუშავა და 2019 წლის 30 აპრილს დაამტკიცა კორუფციასთან ბროძოლის სახელმძღვანელო, ასევე რისკების მართვის სახელმძღვანელო და მატრიცა.

გარდა ამისა, სრული გამჭვირვალობისთვის და ინტერესთა კონფლიქტის თუნდაც აღქმის თავიდან აცილების მიზნით, გამგეობამ გადაწყვიტა დროებითი ცვლილებების მიღება სიდას მმართველობაში აუდიტის დასრულებამდე და შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისიწნებამდე. აღმასრულებლი დირექტორის პოზიცია გაიმიჯნა ადმინისტრაციულ და პროგრამულ დირექტორებს შორის. გამგეობამ გამოაცხადა ღია კონკურსი ადმინისტრაციული დირექტორის შესარჩევად. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელბი, ისევე, როგორც დონორი ორგანიზაციები მონაწილეობდნენ კონკურსის შეფასების კომისიაში. ადმინისტრაციულ დირექტორს აქვს (აღმასრულებელი დირექტორის) განცალკევებული ადმინისტრაციული ფუნქციები და პასუხისმგებელია აუდიტის დასკვნისა და რეკომენდაციების მიხედვით ორგანიზაციის სამოქმედო გეგმებში შესაბამისი პროცედურების და ცვლილებების დანერგვაზე .

2019 წლის ივნისში სიდამ BDO-სგან მიიღო დასკვნა 2016 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 28 თებერვლამდე პერიოდში პროქტებით გათვალისწინებულ ხელფასებსა და მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ გამოვლენილ ფაქტებზე. ანგარიში დაუყოვნებლივ წარედგინა სამართალდამცავ ორგანოებს, მიმდინარე გამოძიებასთან თანამშრომლობის ფარგლებში.

სიდას გამგეობა შეხვდება ამჟამად მოქმედ დონორებს, ამასთან მიიღებს ზომებს აუდიტის მიერ გამოვლენილ ფაქტებზე დაყრდნობით.

ორგანიზაცია და გამგეობა პირობას დებს წარმართოს ყველა პროცესი გამჭვირვალედ, ღიად და დამოუკიდებლად. ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ რომ სიდა განაგრძობს წარმატებულ და ღირებულ საქმიანობას საქართველოში, ყველაზე სამართლიანი და ეფექტიანი მენეჯმენტით, რაც უმნიშვნელოვანესია მისი პარტნიორებისა და ბენეფიციარებისთვის.



კატეგორია: განცხადება