„პარტნიორობა მობილობისთვის“ - შეფასების ანგარიში

11.02.2019

არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,სიდა" მოამზადა 2009-2017 წლებში „პარტნიორობა მობილობისთვის“ ინიციატივის ფარგლებში მიგრაციის სფეროში საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული აქტივობების შეფასების ანგარიში.

კვლევის მიზანია,  მიგრაციის მიმართულებით, 2009-2017 წლებში, “პარტნიორობა მობილობისთვის” ინიციატივის ფარგლებში, სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებული ინიციატივების/საქმიანობის შეფასება, საქართველოს წინაშე მდგარი პრიორიტეტების გათვალისწინებით.

კვლევის საგანს წარმოადგენდა შრომითი მიგრაციის მართვის შესაძლებლობების გაძლიერების, დიასპორის მობილიზების, დაბრუნებულ მიგრანტთა მხარდაჭერისა და ცირკულარული მიგრაციის ხელშეწყობის თვალსაზრისით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების საქმიანობის ეფექტიანობის შესწავლა. ამასთან ერთად, შესწავლილ იქნა თითოეული უწყების წინაშე არსებული გამოწვევები, მათი საქმიანობის სუსტი და ძლიერი მხარეები, ასევე, აქტივობების განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოებები და გაკვეთილები. შესწავლილ იქნა შემდეგი სახელმწიფო უწყებების საქმიანობა: მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია (შემდგომში - მსსკ); საგარეო საქმეთა სამინისტრო; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

შეფასების ანგარიში მომზადდა, „ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის - “პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის”- ფარგლებში.

კატეგორია: მიგრაცია