სიდას მხარდაჭერით მხატვრული კითხვის ღონისძიება გაიმართა

02.03.2019

2 მარტს, რუსთავის ბიბლიოთეკაში მხატვრული კითხვის ღონისძიება ჩატარდა, სადაც მონაწილეებმა გამართეს დისკუსია თემაზე - ,,დედაშვილური ურთიერთობა ლიტერატურაში." ღონისძიებაზე, ახალგაზრდები გაეცნენ უსტაინ გორდერის წიგნს - ,,სოფის სამყარო," რომელიც მოგვიანებით მათ საჩუქრად გადაეცათ. 

ღონისძიება ჩატარდა არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „დანაშაულის პრევენციის გაუმჯობესება ანტისოციალური ქცევის მქონე და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისათვის“ ფარგლებში.


კატეგორია: მართლმსაჯულება