Covid-19 და ქალების ეკონომიკური გაძლიერება ევრაზიაში
20.11.2020
საერთაშორისო კერძო მეწარმეობის ცენტრის (CIPE) ორგანიზებით გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: Covid-19 და ქალების ეკონომიკური გაძლიერება ევრაზიაში. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სპიკერებმა საქართველოდან, ყირგიზეთიდან და უზბეკეთიდან.
სპიკერთა შორის იყო გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მთავრობასთან ურთიერთობისა და საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელი ლანა ჩხარტიშვილი. გამოსვლისას, ლანამ ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლებიც Covid-19-ის პირობებში ქალ მეწარმეებს შეექმნათ, ასევე განიხილა რამდენად წარმატებით მოხდა ამ გამოწვევების დაძლევა და რა მექანიზმების შემუშავებაა საჭირო პანდემიის პირობებში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის.
კატეგორია: კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა