პროექტები

+

პროექტის სახელი: სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოფლის განვითარებისთვის
დონორი: ევროკავშირი, გაეროს განვითარების პროგრამა
პროექტის განმახორციელებელი: სიდა
ბიუჯეტი: 116,223 ლარი
პროექტის ვადები: ივლისი-დეკემბერი, 2019
პროექტის მიზანი:  საქართველოს რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრების მოწყობა და 2017-2020 წლებში სოფლის განვითარების სფეროში მიღწეული პროგრესისა და 2021-2027 წლების პრიორიტეტების გაცნობა ადგილობრივი მოსახლეობისთვის; სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ადვოკატირების გზით პრობლემების გადაჭრის მნიშვნელობაზე მსჯელობა; ადგილობრივი თემის გააქტიურება სოფლის განვითარების სტრატეგიის შედგენაში.  

+

პროექტის სახელი: კორპორაციული პასუხისმგებლობის სწავლების წახალისება საქართველოში
დონორი: შვედეთის მთავრობა
პროექტის განმახორციელებელი: სიდა
ბიუჯეტი: 510 000 შვედური კრონა
პროექტის ვადები: იანვარი-ივლისი, 2019
პროექტის მიზანი:  საქართველოში CSR მიმართულებით განათლების მიღების ხელშეწყობა და სასერტიფიკატო-სასწავლო კურსის შემუშავება 

ამოცანები: 

ა) კორპორაციული მდგრადობის სფეროში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის სასერთიფიკატო სასწავლო კურსის შემუშავება და დანერგვა;
ბ) კორპორაციული მდგრადობის მიმართულებით ბიბლიოთეკის უზრუნველყოფა;
გ) კორპორაციული მდგრადობის მიმართულებით საერთაშორისო დონეზე აღიარებული ლიტერატურისა და სხვა საინფორმაციო მასალის ქართულ ენაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
დ) ორგანიზაციებისთვის (ბიზნეს, სამთავრობო, არასამთავრობო) კვლევითი და საკონსულტაციო სერვისების შეთავაზება;
ე) კვლევის შედეგების ინტეგრირება სასწავლო კურსების ფარგლებში;
ვ) სასწავლო დაწესებულებების მხარდაჭერა, კორპორაციული მდგრადობის საბაკალავრო კურსის შემუშავებაში;
ზ) კორპორაციული მდგრადობის  აქტუალურ თემებზე ცნობიერების ამაღლება;
თ) მთავრობის მხარდაჭერა კორპორაციული მდგრადობის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებისა და აღსრულების პროცესში.


+

პროექტის სახელი: ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში
დონორი: შვედეთის მთავრობა
პროექტის განმახორციელებლები: სიდა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბი, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი
ბიუჯეტი: 8 000 000 შვედური კრონა
პროექტის ვადები: 2018-2021
პროექტის მიზანი:  საქართველოში მულტისექტორული თანამშრომლობის ხელშეწყობასა და ბიზნესის ჩართულობის გაზრდას მდგრადი განვითარების დღის წესრიგის იმპლემენტაციის პროცესში.
რეგიონული მოცვა: პროექტი ხორციელდება საქართველოს მასშტაბით.

+

პროექტის სახელი: სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის (ACCESS) პროექტი
დონორი: აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)დაფინანსებით.
პროექტის განმახორციებლები: აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტი, სიდა, CTC
ბიუჯეტი: USD 5.5 მილიონი

პროექტის ვადები: 2015-2019

პროექტის მიზანი: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერება და ისეთი ორგანიზაციების საქმიანობის მხარდაჭერა, რომლებიც სარგებლობენ რა მათ მიერ წარმოდგენილი თემის მხარდაჭერით, ითანაშრომლებენ ხელისუფლებასთან უფრო გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის ხელშესაწყობად.

კონკრეტული ამოცანები

 საქართველოში ACCESS-ი გააძლიერებს სამოქალაქო საზოგადოებას ოთხი მიმართულებით:

  • მოქალაქეები უფრო ინფორმირებული და ჩართულები იქნებიან სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობებში;
  • გაუმჯობესდება ქვეყნის მასშტაბით არსებული სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მენეჯმენტი, ორგანიზაციული შესაძლებლობები და ფინანსური მდგრადობის საკითხები;
  • სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ექნებათ უფრო ეფექტური მონიტორინგისა და სახელმწიფო პოლიტიკასა და პროცესებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა;
  • აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული სამოქალაქო ჩართულობის ცენტრები ჩამოყალიბდებიან ისეთ ადგილობრივ ორგანიზაციებად რომ მათ, როგორც საჯარო დისკუსიებისათვის პოლიტიკურად ნეიტრალურმა შეკრების ადგილებმა, შეძლონ ფუნქციონირების გაგრძელება.      
+

პროექტის სახელი: ახალგაზრდა მეწარმეთა სინერგია-ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისათვის

დონორი: ევროკავშირი; GIZ

პროექტის განმახორციებლები: სიდა, დასავლეთის რესურსი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მხარდასაჭერად

ბიუჯეტი: 272 600 ევრო

პროექტის ვადები: 2017-2018

პროექტის მიზანი: საქართველოსა და აზერბაიჯანის მოსაზღვრე რეგიონებში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და ხელსაყრელი გარემოს შექმნა ეკონომიკური ზრდისა და თემთა შორის თანამშრომლობისთვის შემდეგი მექანიზმებით:
ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების ქსელის შექმნა და გაძლიერება მოსაზღვრე რეგიონების ეკონომიკური განახლების დაგეგმვისა და ადვოკატირების მიზნით;
ახალგაზრდა მეწარმეების ჩართვა ტრანსსასაზღვრო ეკონომიკურ თანამშრომლობასა და შესაძლებლობების გაფართოვების ღონისძიებებში;
ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერება კულტურათაშორისი ტოლერანტობის, გენდერული თანასწორობის და გარემოს დაცვის ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით.