ეკოინოვაციური მიდგომების პოპულარიზაცია საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებში

28.12.2020

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა პირველი საინფორმაციო შეხვედრა თემაზე ,,ეკოინოვაციური მიდგომების პოპულარიზაცია მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში საქართველოში.”

შეხვედრა გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ხელმძღვანელმა სალომე ზურაბიშვილმა  და UNEP-ის წარმომადგენელმა ალექსანდრე ლეჩინსკიმ  გახსნეს და პროგრამის მიზნებზე, სამოქმედო გეგმაზე და იმ აქტივობებზე ისაუბრეს, რომლებიც თანამშრომლობითი პროექტის ფარგლებში განხორციელდება. მათ ასევე გაამახვილეს ყურადღება ეკოინოვაციების მნიშვნელობაზე და დარგში არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. როგორც შეხვედრის დასაწყისში აღინიშნა გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი უხელმძღვანელებს ცნობიერების ამაღლებას, შესაძლებლობების განვითარებას, ტექნიკურ დახმარებას და საკონსულტაციო საქმიანობას სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების მცირე და საშუალო ბიზნესებსა და მათი მომარაგების ჯაჭვებში ჩართვით.

შეხვედრას ესწრებოდნენ ბიზნესის, მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიება ორგანიზებული იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ,,ევროკავშირი გარემოსთვის“ (EU4Environment) ფარგლებში. პროგრამა აერთიანებს საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთ ქვეყანას, და ხელს უწყობს ბუნებრივი კაპიტალის შენარჩუნებას და გარემოსდაცვითი კეთილდღეობის გაზრდას.





კატეგორია: საერთაშორისო