შეხვედრა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრთან

10.11.2011

10 ნოემბერს, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს დირექტორი ზვიად დევდარიანი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის ხელმძღვანელებთან ერთად საქართველოში ვიზიტად მყოფ ნორვეგიის დელეგაციას შეხვდა.

დელეგაციაში ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი იონას გარ სტორე, ნორვეგიის ელჩი და საგარეო საქმეთა სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნები შედიოდნენ. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის თვალსაზრისით არსებული ვითარება.
,,სიდას" დირექტორმა ისაუბრა იძულებით ადგილნაცვალი პირების მდგომარეობის, ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციისა და სამხრეთ კავკასიაში ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე.
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ვიზიტი სწორედ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრით დაიწყო.

კატეგორია: საერთაშორისო