ტრენინგი საზოგადოებასთან ურთიერთობასა და მარკეტინგის საფუძვლებში
19.08.2016
“ტრანსსასაზღვრო ეკონომიკური განვითარების (CED)” პროექტის ფარგლებში ,,სიდას” ორგანიზებით ქვემო ქართლის ბიზნესის წარმომადგენლებისთვის საზოგადოებასთან ურთიერთობასა და მარკეტინგის საფუძვლებში ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგის მონაწილეები დაწვრილებით გაეცნენ მარკეტინგის და მისი ფუნქციების, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების და რეგიონული ბიზნესის განვითარებისთვის სოციალური მედიით კომუნიკაციის მნიშვნელობას.
ტრენინგში სომხეთის ტავუშის რეგიონის ბიზნესის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, რომლებმაც ქართველ კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს რეგიონულ ბაზარზე ახალი პროდუქტის შეტანის, მომხმარებელთა განწყობისა და პრეფერენციების შესახებ. მონაწილეები ასევე გაეცნენ კომპანია ,,ნატახტარის" სომხეთის ბაზარზე ექსპორტის სტრატეგიის მიდგომებს და წარმატებულ მაგალითებს.
პროექტის ფარგლებში ტავუშის რეგიონის ბიზნეს წარმომადგენლებისთვის იგეგმება მსგავსი ტრენინგის ჩატარება, რომელშიც ქვემო ქართლის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.
პროექტი „ტრანსსასაზღვრო ეკონომიკური განვითრება (CED)” ხორციელდება ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების სააგენტოს „სიდას“, სომხურ არასამთავრობო ორგანიზაცია „მხარდაჭერა ნოემბერიანს“ (SfN) და სომხეთში ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ჩრდილოეთის ფილიალთან ერთად. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ თანამშრომლობის ტერტორიული კოოპერირების პროგრამის (EaPTC) ფარგლებში.
ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა აძლევს შესაძლებლობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყნას ერთობლივად გამოავლინონ და უპასუხონ გამოწვევებს მოსაზღვრე რეგიონებში ადგილობრივ დონეზე მდგრადი ეკონომიკური და სოციალური განვითრების გზით
აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობა მოიცავს ოთხ პროგრამას: სომხეთი–საქართველო, აზერბაიჯანი–საქართველო, ბელარუსი – უკრაინა და მოლდოვა – უკრაინა.
კატეგორია: საერთაშორისო