პროექტები

+

პროექტის სახელი: ტრენინგებისა და დასაქმების ინიცირება მართლმსაჯულების სექტორში (TESI)
დონორი: ევროკავშირი
პროექტის განმახორციებლები: სიდა, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია და სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი (DVV International)
ბიუჯეტი: 688 500 ევრო
პროექტის ვადები: 2016-2019

პროექტის მიზანი: პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების შესაძლებლობების განვითარება ყოფილი და ამჟამინდელი მსჯავრდებულების, განრიდებული და პირობითი  მსჯავრის მქონე  პირებისა და  მათი ოჯახებისათვის - სახელმწიფოს,  კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გზით.

  • პროექტის საქმიანობები: 
     სამიზნე ჯგუფების საჭიროებებისა და შესაძლებლობების კვლევა;
     დასაქმების ბაზრის კვლევა;
     არსებული საგანმანათლებლო და პროფესიული პროგრამების ეფექტიანობის ანალიზი; 
     დასაქმების ხელშეწყობა;
     საზოგადოებისა და ადგილობრივი მედიის ინფორმირებულობის გაზრდა;
     დიალოგის გაუმჯობესება სახელმწიფოს, ბიზნეს სექტორსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის.
    მომსახურებები ბენეფიციართათვის: 
     საგანმანათლებლო პროგრამები (სახელობო და პიროვნული განვითარების კურსები);
     მუშაობაზე დაფუძნებული სწავლების პროგრამა (სწავლების პარალელურად პრაქტიკის უზრუნველყოფით);
     მცირე გრანტების პროგრამა; 
     დასაქმების ხელშეწყობა კერძო, სახელმწიფო და ბიზნეს სექტორში.
    რეგიონული მოცვა: 
    პროექტი ხორციელდება საქართველოს მასშტაბით.

+

პროექტის სახელი: პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის
დონორი: ღია საზოგადოების ფონდები
პროექტის განმახორციებლები: სიდა
ბიუჯეტი: 111 877 USD
პროექტის ვადები: 02/01/2017-31/12/2018
პროექტის მიზანი: სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის, ხელისუფლების, ბიზნესისა და მედიის ძალისხმევის გაერთიანება ამჟამინდელი, პოტენციური და დაბრუნებული მიგრანტების უფლებათა ეფექტური დაცვისა და გაძლიერებისთვის, ცნობიერების ამაღლებისა და ადვოკატირების გზით, ასევე, პროცესის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფისთვის მიგრაციის სფეროში სახელმწიფოს პოლიტიკის ხელშეწყობა.

+

პროექტის სახელი: სოფლის განვითარების ადვოკატირების ტრენინგების პროგრამა
დონორი: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ევროკავშირი
ბიუჯეტი: USD 62 380
პროექტის ვადები: სექტემბერი-დეკემბერი, 2017
პროექტის მიზანი: რეგიონებში, მოსახლეობისთვის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის ცნობიერების ამაღლება სოფლის განვითარების სტრატეგიაზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე; რეგიონებში ადვოკატირებისა და თემის მობილიზაციის საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება; ინფორმაციის გაზიარება ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფებზე და ევროკავშირის ,,ლიდერის" მიდგომაზე.

+

პროექტის სახელი: ყოფილ პატიმართა ეკონომიკური შესაძლებლობებისათვის განვითარების ხელშეწყობა
დონორი: იუსტიციის სამინისტრო
პროექტის განმახორციებლები: სიდა
ბიუჯეტი: 128 980 ლარი
პროექტის ვადები: 15/09/2017-15/09/2018
პროექტის მიზანი: ყოფილ მსჯავრდებულთა ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება მცირე ბიზნესის განვითარებისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობის გზით. 

+

პროექტის სახელი: ichange.gov.ge რეგიონული მხარდაჭერის ინიციატივა
დონორი: USAID/GGI
პროექტის განმახორციებლები: სიდა, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი
ბიუჯეტი: 93 600 ლარი
პროექტის ვადები: 26/06/2017-26/02/2018
პროექტის მიზანი: ichange.gov.ge მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების ოფიციალური სამთავრობო პლატფორმის პოპულარიზაცია რეგიონებში. პორტალის დახმარებით საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს ან/და მოქალაქეთა ჯგუფს შეუძლია პეტიციის საშუალებით საქართველოს მთავრობის ყურადღება გაამახვილოს იმ საკითხზე, რომელიც მისი აზრით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.