პროექტები

+

პროექტის სახელი: მიგრაციის მართვის გაუმჯობესება ეკომიგრანტების ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გაძლიერების გზით

დონორი: ევროკავშირი

პროექტის განმახორციებლები: სიდა, სიქა, რეგიონული განვითარების ცენტრი

ბიუჯეტი: EUR 366 599

პროექტის ვადები: 2015-2017

პროექტის მიზანი: ქვემო ქართლსა და კახეთში მცხოვრები ეკომიგრანტებისთვის სოციალურ-ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდა. 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სათემო ვიზიტები და პრეზენტაცია, სათემო ჯგუფების შერჩევა, პრობლემების პრიორიტეტიზაცია და ტრენინგების ჩატარება, ტრენინგების შემდგომ პროექტების მომზადება ადგილობრივების მიერ და მათი იმპლემენტაცია.

+

პროექტის სახელი: თვითმმართველობაში სოფლის მოსახლეობის ჩართვის მხარდაჭერა
დონორი: ფონდი ,,ღია საზოგადოება საქართველო"
პროექტის განმახორციებლები: სიდა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონულ ქსელთან (R-CSN) თანამშრომლობით.
ბიუჯეტი: USD 43 700
პროექტის ვადები: 10/11/2015-30/04/2016

პროექტის მიზანი: თვითმმართველობის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა, მათ შორის სამოქალაქო მონაწილეობის უზრუნველყოფის გზით, როგორც ადგილობრივი პრობლემების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში, ასევე ამ გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის პროცესში.

ამოცანები :
• თვითმმართველობის რეფორმის პროცესში რეგიონული სამოქალაქო ორგანიზაციების როლის ამაღლება;
• დასახლების საერთო კრების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება;
• დასახლების საერთო კრების წარმატებული დაფუძნების შემთხვევების შექმნა.

+

პროექტის სახელი: ინკლუზიური დიალოგის გაგრძელება 2015 წლის შემდგომი განვითარების დღის წესრიგის იმპლემენტაციის საშუალებებთან დაკავშირებით

დონორი ორგანიზაცია: გაეროს განვითარების პროგრამა

ბიუჯეტი: USD 20,000

პროექტის ხანგრძლივობა: 18/12/2015- 29/02/2015

პროექტის მიზანი: პროექტის მიზანია სიდამ მხარდაჭერა გაუწიოს დონორთა საკოორდინაციო ჯგუფს, რათა მათ წარმოაჩინონ საქართველოს მთავრობა, როგორც საქართველოში SDG-ის ლიდერის, დონორთა და საზოგადოების წინაშე.

+

პროექტის სახელი: ინდივიდუალური მხარდაჭერა ქართველი მიგრანტებისთვის (G-PAM)
დონორი: ევროკავშირი
არეალი: საქართველო - ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, იმერეთი, სამეგრელო, აჭარა.
ქვეყნები: თურქეთი და საბერძნეთი. 
ბიუჯეტი: 500 000 ევრო
ხანგრძლივობა: 24 თვე

ზოგადი ამოცანა: დაეხმაროს საქართველოს უკეთესად მართოს მიგრაციული პროცესები.

პარტნიორები/ ასოცირებული პარტნიორები
• სოფლის დონე: კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება
• რეგიონული დონე: ალიანსი “კეთილი ნების მისია– მისიონერები”, გორის საინფორმაცია ცენტრი, ქუთაისის განვითარების და დასაქმების ცენტრი, ასოციაცია “ათინათი”, დემოკრატიის ინსტიტუტი 
• ეროვნული დონე: იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრი, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი
• საერთაშორისო დონე: მიგრანტთა ასოციაცია თურქეთში, მიგრანტთა ასოციაცია საბერძნეთში

კონკრეტული ამოცანები:
• მიგრაციაში წასვლის მსურველ ქართველთა უფლებების დაცვა; 
• კარგად მართული ლეგალური მიგრაციის ხელის შუწყობა;
• საქართველოს განვითარებაზე მიგრაციის პოზიტიური ეფექტების ოპტიმიზაცია;

პროექტის ძირითადი აქტივობები:
• Skype ცხელი ხაზის შექმნა საზღვარგარეთ მყოფი ქართველი მიგრანტების დასახმარებლად. თურქეთსა და საბერძნეთში მყოფ ქართველ ემიგრანტებს ინტერნეტის საშუალებით ხელმისაწვდომობა ექნებათ უფასო დახმარებაზე.
• უფასო ადგილობრივი სატელეფონო ხაზის შექმნა იმ ქართველი მიგრანტებისთვის, რომლებიც საჭიროებენ კონსულტაციას.
• საზოგადოების ცნობიერების გაუმჯობესების კამპანიის განხორციელება და კამპანიის მასალების შექმნა პროექტის ძირითადი მესიჯების მისაწოდებლად.
• ვებ პორტალის შექმნა www.legalmigration.ge რომელიც გაადვილებს ლეგალურ მიგრაციაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.
• სამუშაო შესაძლებლობებისა და სამუშაო ტენდენციების ანალიზი თურქეთსა და საბერძნეთში.
• ცირკულარული ფინანსული მიგრაციისთვის ინვესტირების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მოძიება და გავრცელება.
• “მიგრაციაზე ეროვნული დიალოგის” ინიცირება.
• დაბრუნებული მიგრანტების დახმარება საქართველოში არსებული უფასო და ფასიანი რეინტეგრაციის პროგრამების დახმარებით.

+

პროექტის სახელი: საზოგადოების ცოდნის გაძლიერება და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობა რეგიონულ დაგეგმარებში
დონორი: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) შვეიცარიის განვითარების სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) დაფინანსებით.
ბიუჯეტი: USD 80,000
პროექტის ვადები: 2015-2016
პროექტის მიზანი: მოქალაქეების ჩართულობა რეგიონული და ადგილობრივი განვითარების პროცესებში. 

კონკრეტული ამოცანები:

  • ხელი შეეწყოს ინფორმაციის ნაკლებობის პრობლემის აღმოფხვრას 2016–2018 წლების რეგიონული განვითარების სამოქმედო გეგმების პროგრამირების პორცესში ფართო კონსულტაციების განხორციელებისა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობის გზით;
  • გაუმჯობესდეს საზოგადოების ცოდნა 6 სამიზნე რეგიონში 2016–2018 წლების რეგიონული განვითარების სამოქმედო გეგმების შემუშავების შესახებ, გააცნოს საქმიანობათა გრაფიკი და ის შესაძლებლობები, რაც უზრუნველყოფს საზოგადოების ჩართულობას 2015 წლის განმავლობაში სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში.

პროექტის განმახორციელებელია: სამოქალაქო განვითარების სააგენტო „სიდა“ ადგილობრივ 10 არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად (სამოქალაქო ორგანიზაციების                                                რეგიონული ქსელის წევრები)